The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 2024  (98 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

1943 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიის სტუდენტი გახდა; 1955 წელს კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის პროპედევტიკის კათედრის კლინიკურ ორდინატურაში ჩაირიცხა.

1949 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ჩონთოს საექიმო უბნის გამგე-ექიმად დაინიშნა. სამი წლის შემდეგ ცხაკაიას რაიონის სოფელ ლეძაძამის საექიმო უბნისა და სააავადმყოფოს გამგე-ექიმად გადაიყეანეს. 1954 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში კვალიფიკაციის ამაღლების ექვსთვიანი ციკლი გაიარა თერაპიაში; 1957 წლიდან, ორდინატურის დამთავრების შემდეგ, კურორტ მენჯის საკავშირო სანატორიუმ "კოლხიდაში" ჯერ ორდინატორად, მერე განყოფილების გამგედ მუშაობდა; 1965 წლიდან სამკურნალო დარგში მთავარი ექიმის მოადგილედ; 1970 წელს კურორტ მენჯის მთავარ ექიმად (დირექტორად) დანიშნეს. კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს მენჯის სამკურნალო წყლების მოქმედების ეფექტიანობაზე გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი და გინეკოლოგიური დაავადებებისას. მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე – "გარეგანი სუნთქვის ზოგიერთი მაჩვენებლი ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზით დაავადებულთა ბალნეოპროცედურებით მკურნალობისას კურორტ "მენჯში". არის ავტორი 8 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შრომათა კრებულებშია გამოქვეყნებული. 1971 წელს ექიმის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია მიენიჭა. 1971-1973წწ.  არჩეული იყო ცხაკაიას საქალაქო საბჭოს დეპუტატად. 1973 ნლის სექტემბრიდან ცხაკაიას ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ გადაიყვანეს. ეს განყოფილება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო ბაზად ითვლებოდა. როგორც რაიონის მთავარი თერაპევტი, ნაყოფიერ პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა მედიცინის სიახლეთა პროპაგანდისა და რაიონის მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით. სამედიცინო საკითხებზე კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს, მართავდა კითხვა-პასუხების საღამოებს. 1977 წელს იმყოფებოდა ლატვიაში – ქალაქ რიგის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში (გასტროენტეროლოგიის მიმართულებით) კვალიფიკაციის ასამაღლებლად; 1984 წელს მოსკოვის ექიმთა დახელოვნების საკავშირო ინსტიტუტში თერაპიის ციკლის გასავლელად, 1991 წელს  თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაციის კურსები. დაჯილდოვებულია საკავშირო პროფსაბჭოს "საპატიო სიგელით".

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.249-250; სენაკის

მუნიციპალიტეტის მერია: facebook.com 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: