| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა გეგენავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955 წელს მუშაობა დაიწყო ცხაკაიას პირველ საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 14-წლიანი ნაყოფიერი საქმიანობის შემდეგ ცხაკაიას მე-7 საშუალო სკოლაში გადაიყვანეს ისტორიის მასწავლებლად; 1971-1979წწ. ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე იყო სასწავლო-სააღმზრდელო დარგში; 1995 წლიდან მე-7 საშუალო სკოლის დირექტორია; მისი შრომითი ბიოგრაფია 64 წელს ითვლის; 1978-1987წწ. და 1990 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრომ უფროსი მასწავლებლისა და ორჯერ მასწავლებელ-მეთოდისტის წოდებები მიანიჭა; 1997 წელს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება მიიღო; 1987 წელს საქართველოს მასწავლებელთა VI ყრილობის დელეგატად აირჩიეს; მის მიერ დამუშავებული თემები რამდენჯერმე განზოგადდა რესპუბლიკურ და საკავშირო მეთოდურ ჟურნალებში, არაერთხელ იყო რესპუბლიკური და საკავშირო პედაგოგიური კითხვის მონაწილე და გამარჯვებული; მან პირველმა დანერგა ექსკურსიისას გასვლითი მეცადინეობები – გაკვეთილები ღია ცის ქვეშ, რის გამოც საისტორიო საზოგადოების პრეზიდიუმის მადლობა დაიმსახურა. არჩეული იყო საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის, ასევე, მასწავლებელთა დახელოვნების ზუგდიდის ინსტიტუტის მეთოდური საბჭოს წევრად; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა რაიონულ მეთოდურ გაერთიანებას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დამწყები პედაგოგების საქმიანობას. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.253-254 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

