The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაცია გიორგობიანი

კაცია გიორგობიანი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1946  (80 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1872 წელს.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად 1968 წლიდან მუშაობდა თბილისის კვლევით-ზონალურ  და ექსპერიმენტალურ საპროექტო ინსტიტუტში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ კი უფროს არქიტექტორად, სადაც თანაავტორობით შეასრულა ქ. სამარყანდის სტადიონი (2500 ათას ადგილზე) და ქ. გელენჯიკაში ტურისტული კომპლექსის არქიტექტურული და საპროექტო სამუშაოები. 1975 წელს სამუშაოდ გადავიდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ძეგლთა ნუსხის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 200-დე ენციკლოპედიური ხასიათის სამუშაოები შეასრულა. მისი ავტორობით შესრულდა ქვემო ქართლში გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაციის, გურჯაანის რაიონში (თანაავტორობით) ვაჩნაძიანის სამეკლესიანი ბაზილიკის (საქართველოში ერთადერთი "კუპერჰალეს" ტიპის გუმბათოვანი ეკლესია) და ჩაილურის ციხის სრული აღდგენითი სამუშაოები. ამ სამუშაოების პარალელურად ის ასრულებდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის თორმეტი ტომეულის გამოცემისათვის მასალების შეგროვებას. აქტიურად მონაწილეობდა რაჭის ტერიტორიაზე კოლხური ოდა-სახლების აღწერა-დამუშავებაში, რომლის ალბომიც გამოიცა 2007 წელს. 1983-1991წწ. მუშაობდა თბილისის საბურთალოს რაიონის მთავარ არქიტექტორად. მისი ავტორობით გაშენდა სკვერები და სპორტული მოედნები გოთუასა და ფანასკერტელის ქუჩებზე, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში. 1991 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში, ჯერ ქალაქის ისტორიული ნაწალის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსად, შემდეგ კი ქალაქგეგმარების მთავარ სპეციალისტად.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.113

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: