| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ გვიმრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შქმერი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წლიდან ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, თანამშრომლობდა საქართველოს რადიოში, რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი წერილი, ნარკვევი, ლექსი. მუშაობდა გაზეთ "ნორჩ ლენინელში" ლიტერატურულ მუშაკად და ჟურნალ "საქართველოს ქალში" განყოფილების გამგედ. 1973-2003წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.118 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

