| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ გობეჯიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭიორა, ონის რაიონი. დაამთავრა ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგროეკონომისტის კვალიფიკაციით 1856 წელს. 1944-1947 წლებში მუშაობდა თბილისის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1956-1959წწ. გორის მტს, თბილისის კულტგალანტერიის ფაბრიკა, კავშირგამბულობის სატრანსპორტო გაერთიანება; 1960-1980წწ. სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი; უფროსი მეცნიერ-მუშაკი, განყოფილების გამგე; 1980 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს სოფლის სამინისტროში საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსად, ხოლო შემდეგ სამინისტროს გათვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილედ. წლების მანძილზე საქართველოს საგეგმო კომიტეტში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ განყოფილებას. 1996-2003 წლწბში ლექციებს კითხულობდა უმაღლეს სასწავლებლებში და სტუდენტებს ასწეავლიდა ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორული საქმიანობის, საფინასო სამართლის, ფინანსების სტატისტიკის, საბანკო საქმის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 96 სამეცნიერო შრომა, 14 რეკომენდაცია და მეთოდური მითითება. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1965). წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.123 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

