The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ეზაკელი

დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:2003  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი.

1939 წელს, სწავლა განაგრძო მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. 1946 წელს, დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1951 წელს დაამთავრა.

საინჟინრო საქმიანობა დაიწყო აფხაზეთის სამონტაჟო სამმართველო "საქსოფელექტროში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1953-1958წწ. მუშაობდა მძიმე მრეწეელობის საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში"; უშუალოდ მონაწილეობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საგლინავ, მარტენისა და კოქს-ქიმიურ საამქროებში ტექნოლოგიური პროცესების გამართვასა და ამუშავებაში; 1958 წელს დაიწყო მუშაობა ახალჩამოყალიბებულ საპროექტო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" (ქ. რუსთავი); 1959 წელს დანიშნეს ინსტიტუტ "ავტომატმრეწვის" მთავარ ინჟინრად, 1975 წელს – ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; მისი მუშაობის პერიოდში "ავტომატმრეწვი" ჩამოყალიბდა საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტად და მის ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ავტომატმრეწვი", რომელიც საკავშირო მთავრობის მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა საბჭოთა კაეშირის უდიდესი მეტალურგიული ქარხნებისათვის; "ავტომატმრეწვში" მუშაობისას მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია. იგი 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქვს 39 გამოგონების საავტორო მოწმობა, არაერთხელ მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მუშაობაში, მოხსენებებით გამოდიოდა როგორც საბჭოთა კავშირის ქალაქებში (მოსკოვი, კიევი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი და სხვა), ისე ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, ბულგარეთსა და უნგრეთში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში. იგი დაჯილდოებულია საკავშირო გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლებით, საკავშირო ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს წარჩინებულის საპატიო წოდებით. სულ მიღებული აქეს თხუთმეტი სხვადასხვა ორდენი და მედალი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.261


გააზიარე: