The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა რამიშვილი

შოთა რამიშვილი
Date of birth:20 October, 1935
Date of death:7 February, 2005  (at 69 years)
Burial location:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
Category:Historian, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1961წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისის საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრაზე უფროს ლაბორანტად და პარალელურად ამავე კათედრის სკკპ -ის ისტორიის ასისტენტია (1961-1965); 1965-1966წწ. ქ. ქუთაისის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკკპ-ის კათედრის მასწავლებელია; 1966-1968წწ.  საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ლექტორი, პარალელურად იყო ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სკკპ-ის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1972-1976წწ. ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი, პარალელურად ეწეოდა სალექციო მუშაობას ამავე ინსტიტუტში; 1976-1981წწ. ამავე ინსტიტუტის სკკპ-ის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1981-1982წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1982-1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სკკპ-ის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1983-1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ამავე კათედრის დოცენტი; 1996-2005წწ. ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და დიპლომატიურ და ისტორიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე. პროფესიით არა ექიმმა გარკვეული წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობისას ახალგაზრდა ექიმების აღზრდის საქმეში. არის 30-ზე მეტი ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიის ავტორი; დაჯილდოებული იყო მედლებითა და მადლობებით. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1980).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.641-643 

Member of Organizations

  • საზოგადოება "ქუთაისელის" პრეზიდიუმთან არსებულ გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა უკვდავსაყოფი კომისია, თავმჯდომარე
  • საზოგადოება "ქუთაისელის" პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტი, წევრი (1974-)
  • სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1975-)
  • ფიზკულტურისა და სპორტის მუდმივი კომისია, თავმჯდომარე

Bibliography


Share: