The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ვაშაკიძე

აკაკი ვაშაკიძე
Date of birth:1950
Date of death:2009  (at 59 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი "ელექტრონული გამომთვლელი მანქანების" სპეციალობით 1972 წელს; ასპირანტურა 1975 წელს.

1975 წლიდან იყო კათედრის სამეცნიერო თემის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976 წლიდან - ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; გამოქვეყნებული ჰქონდა 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო, 2 გამოგონება; 1979 წლიდან აქტიურად ჩაება ფაკულტეტის პედაგოგიურ საქმიანობაში; ჯერ იყო "გამოთვლითი ტექნიკის" კათედრის ასისტენტი, შემდეგ - 1981 წლიდან უფროსი მასწავლებელი, 1983 წლიდან კათედრის დოცენტი; 2006 წელს იგი აირჩიეს ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, "გამოთვლითი ტექნიკის-№51" კათედრის გამგის მოადგილე, წლების განმავლობაში იყო ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე საზოგადოებრივ საწყისებზე ახალგაზრდა სპეციალისტებთან მუშაობის დარგში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გამოთვლითი ტექნიკის საშუალებებით სახლმშენებელ კომბინატის ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირებისა და მართვის ზოგიერთი საკითხები", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.262; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

Bibliography


Share: