| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზედგინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1939 წელს. 1944-1953წწ. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა - კომუნისტური პარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი და ცენტრალური კომიტეტის მძიმე მრეწველობის განყოფილების გამგე; 1956 წელს დაამთავრა ჰიდროენერგეტიკის ნაგებობათა ინსტიტუტის ასპირანტურა და დაინიშნა ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა ახალშექმნილი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგი; ამ პოსტზე მან 1964 წლამდე იმუშავა. I964 წელს შეიქმნა კავკასიის რეგიონის მეტროლოგიის სამეცნიერო ცენტრის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, რომლის დირექტორად გიორგი ზედგინიძე დანიშნეს. ამავე დროს იგი სტანდარტების სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს სამმართველოს უფროსი იყო. 1964 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 1973 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1965 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრა და მისი პირველი გამგე გახდა; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაჯილდოვდა მრავალი სამთავრობო ჯილდოთი. არჩეულ იქნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

