The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ თევზაძე

Date of birth:1932
Date of death:1994  (at 62 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში.

აკადემიის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ სამხედრო დაწესებულებაში მოსკოვის მახლობლად. 1951 წელს თბილისში დაბრუნდა. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი და სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა. 1964 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამის შემდეგ იწყება მისი სამეცნიერო მოღვაწეობის და მუშაობის პერიოდი. სხვადასხეა წელს მუშაობდა თბილისის იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ და ა. შ. სპეციალობის მიხედვით მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და ორიგინალური გამოგონების ავტორი. 1977-1987წწ. - გორის სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის "ავტომატმრეწვის" დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში "ავტომატმრეწვში" დაინერგა კვლევის ახალი მეთოდები. შემცირდა სამეცნიერო მიღწევათა პრაქტიკაში დანერგვის ვადები. დამუშავებულმა სისტემებმა, კომპლექსებმა თუ ანალიტიკურმა ხელსაწყოებმა სრულად დააკმაყოფილეს იმ დროისთვის არსებული მოთხოვნები, რამაც ინსტიტუტს საშუალება მისცა გაეზარდა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი. ამ პერიოდში "ავტომატმრეწვის" მიერ შექმნილ ავტომატიზაციის საშუალებებზე (განსაკუთრებით ანალიტიკურ ხელსაწყოებზე) საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები, უამრავი დიპლომი, სიგელი, პრემია და ა.შ. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.266-267


Share: