The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი თურქია

გოგი თურქია
Legal name:გიორგი თურქია
Date of birth:1936
Date of death:2014  (at 78 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკის და ტელემექანიკის სპეციალობით 1959 წელს.

1965-1966წწ. სტაჟირება გაიარა გლაზგოს უნივერსიტეტში (შოტლანდია); 1974-1979წწ. მიწვეული იყო ელ-ტაბინის მეტალურგიულ ინსტიტუტში (კაირო, ეგვიპტე) ავტომატური მართვის სისტემის კათედრის პროფესორად; 1984-1986წწ. მიწვეული იყო ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ინდოეთის მეცნიერებათა ინსტიტუტში (დელი, ბომბეი, ბანგადორი). 1992-1998წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაეროს პროექტით არსებულ მენეჯმენტის უმაღლეს სკოლას. 1995-1999წწ. იყო სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების კოლეჯის - PAST (Public Administration College of TACIS) დეკანი. 1997 წელს ამერიკის მთავრობამ დააფინანსა სამხრეთ კავკასიაში ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადების პროექტი. პროექტის განხორციელებას ამერიკის მხრიდან ხელმძღვანელობდა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯი, საქართველოს მხრიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თეუს-ის ბაზაზე შექმნილი კონსორციუმი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ამ კონსორციუმის კოორდინატორი იყო პროფესორი გოგი თურქია და მისი დიდი დამსახურებაა, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლა სწორედ თბილისში დაფუძნდა. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის ბიზნესის სკოლის (1998) და კავკასიის უნივერსიტეტის (2005) თანადამფუძნებელი. საქართველოში ახალი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სახელმწიფო მოხელეების, მენეჯერების, ფინანსისტების, მარკეტოლოგების და ა.შ. მომზადების ორგანიზატორი და წარმმართველი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.267-268; კავკასიის უნივერსიტეტი: https:cu.edu.ge

Bibliography

  • ბიზნესის საფუძვლები : სახელმძღვ. (Co-Author). - თბილისი, თავისუფალი უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 164გვ.. - ISBN: 9789941037214
  • ბიზნესი : კურსი ESM - თბილისის სტუდენტებისათვის (Co-Author). - თბილისი, 1999. - 369გვ.

Share: