| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ შველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში ტელევიზიის საბავშვო, ახალგაზრდული და სახალხო მეურნეობის რედაქციებში შტატგარეშე კორესპონდენტად, შემდეგ რედაქტორად; 1961 წლიდან იქვე უფროს რედაქტორად. არის ავტორი ტელეგადაცემებისა: "შემხვედრი ტვირთი", "იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ", "ორბელიანები", "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა" და სხვ. აგრეთვე, ტელევიდეოფილმების: "გაცოცხლებულ მიწაზე", "ვენეცია", "მალტა", "სიცოცხლის პარკი", "დღე ტკივილისა და ნეტარებისა", "ნოსტალგია". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.245; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

