The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჩილაჩავა

ზურაბ ჩილაჩავა
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1997  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1958წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისის" ლიტმუშაკად; 1958-1974წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვისი სახელმწიფო კომიტეტის წიგნის რეკლამისა და პროპაგანდის განყოფილების განყოფილების უფროს რედაქტორად; 1974-1977წწ. იყო გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარი რედაქტორი; გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორის პირველი მოადგილე – წიგნმცოდნე. 1981 წლიდან გაერთიანების მმართველი, გენერალური დირექტორი (სიცოცხლის ბოლომდე). მისი ინიციატივით შეიქმნა ქართული წიგნის გადარჩენის ფონდი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.246

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1957-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: