The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟუჟუნა ჩხეიძე

დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თამარიანი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1963წწ. მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ, ზაქათალის რაიონის სარაიონთაშორისო გაზეთ "ყირმიზ ბაირალის" რედაქციაში ქართული განყოფილების ხელმძღვანელად; 1966-1968წწ. შემდეგ ახმეტის რაიონული გაზეთ "ბახტრიონის" ლიტმუშაკად; 1968-1969წწ. ლაგოდეხის რაიონული გაზეთ "გამარჯვების დროშის" ლიტმუშაკად; 1976-1977წწ. კორესპონდენტად; 1969-1972წწ. ბათუმის რაიონული გაზეთ "ოქტომბრის გზის" ლიტმუშაკად; 1984-1994წწ. იყო რადიოგადაცემათა დირექტორი; 1994-1997წწ. გაზეთ "ჰერეთის" პასუხისმგებელ მდივნად; თანამშრომლობდა რესპუბლიკის ჟურნალ–გაზეთებში.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.247


გააზიარე: