The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ იმედაძე

თეიმურაზ იმედაძე
Date of birth:10 March, 1939
Date of death:2009  (at 69 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობით.

1964 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი; 1968 წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის (ლენინგრადის) ზუსტი მექანიზმებისა და ოპტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1974 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; დიდია მისი დამსახურება სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის თვალსაზრისით; 1971 წლიდან - საქართველოს  პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1975 წლიდან - დოცენტი; 1978 მიენიჭა დოცენტის აკადემიური წოდება სპეციალობით "ავტომატიკა და ტელემექანიკა"; 1986-1989წწ. - ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989-2005წწ. - "მართვისა და ავტომატიზაციის" კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან - იმავე კათედრის სრული პროფესორი; 2007 წლიდან - საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო და პედაგოგიური ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი და ინიციატივა ქართველი სტუდენტების პრაქტიკების ორგანიზაციის საკითხებში პეტერბურგის უნივერსიტეტებსა და ავტომატიზაციის სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულებებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მართვის გამოთვლითი სისტემების ოპტიმალური დინამიკური მახასიათებლების განსაზღვრის ალგორითმული კვლევა და დამუშავება", დაიცვა 1973 წელს. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.268; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

Bibliography


Share: