| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ცალუღელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზარიძეები, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს. 1967 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ახალი თიანეთის" კორესპონდენტად, განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად; 1994 წლიდან იყო რეგიონულ გაზეთ "მცხეთა-მთიანეთის" ზონის კორესპონდენტი. სისტემატურად თანამშრომლობდა რესპუბლიკურ პრესაში. მისი რედაქტორობით და თანაავტორობით გამოცემულია რაიონის პოეტთა ლექსების ორი კრებული: "მთის ნობათი" და "აფხაზეთის ცაში ატანილი სევდა". ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისთვის მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის საპატიო სიგელი (1996). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.248 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

