The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ კაპანაძე

თემურ კაპანაძე
Date of birth:10 May, 1948
Date of death:September, 2016  (at 68 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სკრა, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი "ელექტრონული გამომთვლელი მანქანების" სპეციალობით 1971 წელს.

1972 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "მართვის ავტომატიზებული სისტემების" ახლადშექმნილი კათედრის პირველი გამოთვლითი ცენტრის უფროსი, ამავე კათედრის ასისტენტი, მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი; 2000-2003წწ. - ქ. ქუთაისის სპეცსაკონსტრუქტორო ბიურო "პროექტხელსაწყოს" დირექტორი, ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტის "მართვის კომპიუტერული სისტემების" კათედრის გამგე; 2009 წლიდან - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავდროულად კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "ხელოვნური ინტელექტის", "ინტერდისციპლინარული ინფორმატიკის" კათედრებზე. 2016 წლიდან დაუბრუნდა "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრას. გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი და წიგნი.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.269საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge


Share: