The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მარკოიძე

არჩილ მარკოიძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1962
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 2005  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხულოს სასაფლაო, ხულოს მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აგარა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1992 წელს.

1993-1994წწ. მუშაობდა ხულოს რაიონის სოფელ აგარის სასოფლო ამბულატორიის ექიმ-პედიატრად; 1994-1996წწ. ხულოს საავადმყოფოს ექიმ პედიატრად; 1996-2000წწ. ხულოს რაიონის პოლიკლინიკასთან არსებული ამბულატორიის მთავარ ექიმად; 2000-2004წწ. ხულოს რაიონის დედათა და ბავშვთა რეგიონალური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილედ; 2004-2005წწ. ამავე ცენტრის დირექტორად. ჯანდაცვის ორგანიზატორი, პრაქტიკოსი ექიმი, პედიატრი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.754-756


გააზიარე: