The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბალე აბრამიშვილი

ბარბალე აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:29 თებერვალი, 1994  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ რგანის სასაფლაო, ჭიათურის რაიონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუნდაეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის საფერშლო-სამეანო სკოლა 1938 წელს.

სოფელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლაში ("მუშფაკი"); 1938-1941წწ. მუშაობდა ჭიათურის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში; ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა ფრონტის ხაზზე, შემდეგ დაბრუნდა ჭიათურაში და მუშაობა კვლავ განაგრძო სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში; 1952 წელს მიენიჭა პირველი კატეგორიის ბებია ქალის წოდება. სამედიცინო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი, გამოცდილი პრაქტიკოსი ბებია ქალი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.763-764


გააზიარე: