| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გრძელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1946 წელს. 1946-1950წწ. მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონის ბორბალოს საექიმო უბნის გამგედ; 1955-1961წწ. კურორტ შოვის სანატორიუმის მთავარი ექიმი; 1961-1987წწ. კურორტების - შოვისა და უწერის გაერთიანებული დირექციის ხელმძღვანელი; 1987-1996წწ. ონის რაიონის პოლიკნინიკის გამგე; მას დიდი წვლილი მიუძღვის შოვისა და უწერის კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში; რაჭის სამედიცინო პერსონალის მომზადებისთვის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ონის საავადმყოფოს ბაზაზე დაარსებულ საშუალო-სამედიცინო სასწავლებლის დირექტორად; აქტიურ მონაეწილეობას იღებდა საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებში. არის 500 სამეცნიერო ნაშრომისა და 10-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.129
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

