| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეგო ბეჟუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე. 1970-იანი წლებში ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში, მონაწილეობდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის (ბეგო ბეჟუაშვილი, ზვიად გამსახურდია, გრიგოლ და ისაია გოლდშტეინები, თეიმურაზ ჯანელიძე, ვიქტორ რცხილაძე) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში, იყო ჟურნალ "საქართველოს მოამბის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1985-1993წწ. წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1993 წლიდან - დეკანი. მისი თაოსნობით ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა კულტურისა და ხელოვნების ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევის ლაბორატორია, ტექნიკური ბაზა აღიჭურვა თანამედროვე ციფრული ტექნიკით. ასევე არის რამდენიმე წიგნის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, მ. შ., "მსოფლიო ლიტერატურა", "რჩეული მოთხრობები" (12 ტომეული), "დიმიტრი ყიფიანი – თხზულებანი 10 ტომად" და სხვ. წყარო: ქართული ენის ციფრული ლაბორატორია: dlab.ug.edu.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

