The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ წაქაძე

ავთანდილ წაქაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1947
გარდაცვ. თარიღი:2014  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, მხატვარი, პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

1966-1968წწ. მუშაობდა ბოლნისის რაიონულ გაზ. "გამარჯვების დროშის" ფოტოკორესპონდენტად; 1968-1972წწ. გაზ. "კრასნაია ზვეზდას" შტატგარეშე კორესპონდენტად; 1971-1986წწ. საქართველოს ტელევიზიაში ქვემო ქართლის კორესპონდენტად; თანამშრომლობდა რესპუბლიკის სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთში; 1993-1994წწ. იყო ტელეკომპანია MW-ს მთ. რედაქტორი. 1994 წლიდან იყო სჟფ-ს ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. თარგნმნილი აქვს ვაგიფის, აბას აბდულას, ზელიმხან იაკუმის, ბრიუსოვის, ბლოკის, ესენინის პოეტური ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.248


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1970-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
  • სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: