The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან კიკნაძე

დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2005  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს.

1956-I959წწ. მუშაობდა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1959 წლიდან - გამოთვლით ცენტრში უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958 წელს - ელექტროგამომთვლელი მანქანა БЭСМ2-ის მიმღები კომისიის წევრი; 1960 წლიდან -  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უნივერსალური მანქანების ექსპლუატაციის განყოფილების ხელმძღვანელი; 1968 წელს - გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი სამეცნიერო ნაწილში; 1969 წლიდან - დირექტორის მოადგილე; 1977 წლიდან - დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-ტექნიკურ ნაწილში; 1986 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1991-2005წწ. დააარსა სატელეკომუნიკაციო ცენტრი. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო მედლით და ორდენით.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.274

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: