The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით წერეთელი

დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1944  (81 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო ორგანოებში; პარალელურად თანამშრომლობდა გაზეთებში "თბილისი" და "ქუთაისი"; 1991-1992წწ. იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი, ჟურნალ "განთიადის" რედკოლეგიის წევრი; 1994-1995წწ. მუშაობდა ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების გამგედ, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები; 1991-1993წწ. გამოსცა მონოგრაფია გაზეთ "კოლხიდა"; 1994 წელს წერილები, რომლებიც დაიბეჭდა რუსეთის, ინგლისის, ესპანეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის პერიოდულ გამოცემებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1992-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობა, თავმჯდომარე (1992-1996)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდიუმი, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი

გააზიარე: