The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თოფჩიშვილი

რევაზ თოფჩიშვილი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1976  (50 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართამლცოდნის მაგისტრის ხარისხით 1999 წელს.

უნივერიტეტში სწავლის პერიოდიდან ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას: 1997-1998წწ. საქართველოს კულტურის სამინისტრო, იურისტ-კონსულტანტი; 1999-2001წწ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე; 2001-2003წწ. იურიდიული ფირმა, "კორძაძე და სვანიძე-ადვოკატები"; 2003-2004წწ.  "კორძაძის საადვოკატო ბიურო", ადვოკატი; 2004-2005წწ. იურიდიული კომპანია შპს, "მეტამაქს ჯორჯია", იურისტი; 2005-2006წწ. იურიდიული კომპანია, "ფინარდ კონსალტინგი", იურისტი; 2006-2007წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი, კონსულტანტი; 2007-2008წწ. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; 2008-2010წწ. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 2007-2010წწ. თბილისის საქალაქო სასამართლო, მოსამართლე; 2010-2019წწ. სს "საქართველოს ბანკი", იურისტი; 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით; 2005 და 2022 წლებში ჩააბარა მოსამართლეობის გამოცდა / სერტიფიკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2021 წელს გაიარა სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (60 სთ.), მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ; ამავე წელს გაირა მედიატორობის მსურველი პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმების ეტაპი, ხოლო 2022 წელს რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების ეტაპი. იურისტ-მედიატორი, მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს ყველა სახის სამოქალაქო (მათ შორის სახელშეკრულებო) და სამეწარმეო დავებს.

წყარო: საქართველოს მედიატორთ ასოციაცია: mediators.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს იურისტთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: