The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკა ნიკვაშვილი

ნიკა ნიკვაშვილი
Date of birth:19 November, 1986  (39 years)
Category:Conductor, Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით 2006 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი (პროფესორ ბიძინა კვერნაძის კლასი) 2010 წელს; 2014 წლიდან გადავიდა პარიზში, სადაც დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი; 2016 წელს პროფესორ მიშელ მერლეს კლასი, 2017 წელს კი გაორკესტრების კლასი (პროფესორ ანტონი ჟირარდის კლასი); 2021 წელს, იგივე განხრით, დაასრულა სწავლა პარიზის სახელმწიფო კონსერვატორიაში (CRR) ჟანლუკ ეღვეს კლასი.

არის მრავალი მუსიკალური ნაწარმოების ავტორი - მათ შორის, საფორტეპიანო, საგუნდო, კამერული და სიმფონიური მუსიკა. ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს როგორც პიანისტი, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი, უძღვება მრავალ კონცერტსა და მუსიკალურ პროექტს როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. თანამშრომლობს მსოფლიოს ცნობილ მუსიკოს შემსრულებლებთან და ორკესტრებთან. 2021 წელს დააარსა ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და დღემდე მისი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 2025 წელს პოლონეთის ქალაქ გდანსკში ნიკა ნიკვაშვილის კონცერტი გაიმართა. პიანისტი და არანჟირების ოსტატი.


Share: