The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო მგალობლიშვილი

ლადო მგალობლიშვილი
Date of birth:13 November, 1985  (40 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

განათლება:
სამართალმცოდნე-იურისტი, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი (2002-2007); ადამიანის უფლებათა უმაღლესი სასწავლო კურსი, "ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი", პოლონეთი, ვარშავა (2012-2013); 2012-2013წწ. ვარშავაში გაიარა "ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდის" ადამიანის უფლებათა უმაღლესი სასწავლო კურსი.

2012 წლიდან არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი; 2003-2007წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი; 2007 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში; 2010-2011წწ. "ტელეარხი 25-ის" თვითრეგულირების ორგანოს თავმჯდომარე; 2011-2012წწ.  პროექტის "სამოქალაქო აქტივობის კლუბი" დირექტორი — პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდებოდა; 2012-2016წწ. იყო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; 2016-2020წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2020-2024წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2022 წელს, ლონდონში, International house London-ში გაიარა მოკლევადიანი კერძო სასწავლო პროგრამა; 2024-2025წწ.  იყო აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; 2025 წლის 4 მარტს დაინიშნა აჭარის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ; მანვე აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნული სამინისტროს შექმნაში; აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობისას, იყო არაერთი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში; მათ შორის არის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის "განათლების ხელშეწყობის შესახებ"; საქართველოს კანონში "ზოგადი განათლების შესახებ" ცვლილების ინიცირება და ა. შ. 2020-2024წწ. აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო ორმოცამდე სხვადასხვა სახის საკანონმდებლოს ცვლილების თანაინიციატორი ავტორი და მომხსენებელი.

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პლატფორმა: culture.ajara.gov.ge


Share: