The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვილი მაისურაძე

ოფიციალური სახელი:ვილჰელმ მაისურაძე
დაბადების თარიღი:1947
გარდაცვ. თარიღი:2008  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვაში", მათემატიკის უზრუნველყოფის განყოფილებაში. 1977 წლიდან მუშაობდა მართვის სისტემების ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006 წლიდან იყო ინსტიტუტის ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო ნაშრომი და სამი მონოგრაფია. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1999 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის წმ. გრიგოლ ფერაძის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობა ეკავა. 2006-2007წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არასკალარული ოპტიმიზაცია დალაგებულ სივრცეებში", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.277

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: