The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან რუსიაშვილი

ვალერიან რუსიაშვილი
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 1993  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ყვარლის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ქირურგიის სპეციალობით 1953 წელს.

1942-1945წწ. იყო საბჭოთა არმიაში მსროლელი ოცეულის ოცმეთაური (129-ე გვარდიული დივიზია-უკრაინის ფრონტის ჩრდილო ბუკოვინა და ჩერნოვიცა); 1953 წელს მუშაობდა ყვარლის რაიონის საავაადმყოფოში თვალის ექიმად; 1954-1957წწ. ამავე საავადმყოფოს-პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარ ექიმად და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად; 1953-1993წწ. ამავე საავადმყოფოს ქირურგია; 1955 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიის ხაზით, 1960 წელს უროლოგიაში. შეთავსებული ჰქონდა სისხლის გადასხმის ექიმის თანამდებობა რაისაავადმყოფოში (1979), 1983 წლიდან ამავე საავადმყოფოს ტრავმატოლოგია. სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.770-771

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: