| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ავალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობის სრული კურსი 1950 წელს; 1950-1953წწ. გაიარა ასპირანტურა თსუ ახლო აღმოსავლეთის ისტორიის კათედრაზე.
1957 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, 1963 წლიდან - უფროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე, 1981 წლიდან ინსტიტუტის სწავლულ მდივნად საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დარგში; სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ, ანალიტიკურ და მედია საქმიანობას; 1970-1980წწ. იყო ქართული ტელემაუწყებლობის ერთ-ერთი სახე და ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური მიმომხილველი საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც მიჰყავდა საერთაშორისო მიმოხილვის რუბრიკა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში; არის 40-ზე მეტი აკადემიური ნაშრომისა და სამეცნიერო - პოპულარული პუბლიკაციის და სამი წიგნის ავტორი; მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საქართველოს ურთიერთობის ისტორია აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ასევე, სამხრეთ საქართველოს (ტაო-კლარჯეთისა და აჭარის) ისტორია, რომელიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა; ა. ავალიანის მეცნიერულ ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მონოგრაფიას "მიწისმფლობელობის ფორმები აჭარაში", რომელიც 1960 წელს ცალკე წიგნად გამოიცა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მიერ; ნაშრომში აღწერილია მიწის ფლობის როგორი ფორმები იყო გავრცელებული აჭარაში ამ რეგიონის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს და მიმოიხილავს აჭარის სამეურნეო თავისებურებებს აღნიშნულ ეპოქაში; გამოკვლეული საკითხების მასშტაბის გათვალისწინებით წიგნი მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს აჭარის ეკონომიკური ისტორიის შესასწავლად და ციტირებულია არაერთ აკადემიურ გამოცემასა თუ დისერტაციაში. საქართველოს რადიოს და ტელევიზიის საერთაშორისო მიმომხილველი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1961).
საკანდიდტო დისერტაციის თემა - "ოსმალური მიწათმფლობელობის ფორმები", დაიცვა 1961 წელს. წყარო: ამირან ავალიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1992. - 13 ნოემბერი. - N234 (513). - 4გვ. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

