The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ძამუკაშვილი

გელა ძამუკაშვილი
Date of birth:13 December, 1958
Date of death:3 February, 2026  (at 67 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

სწავლის პერიოდში მუშაობდა ნახევარგამტართა ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიაში, შემდეგ ნახევარგამტარული მასალების კვლევის ლაბორატორიაში. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო კონფერენციებში, რომლებიც იმართებოდა მოსკოვის, ოდესის, ლვოვის უნივერსიტეტებში. წლების განმავლობაში იყო ფიზიკის ფაკულტეტთან არსებული სკოლის დაუსწრებელი განყოფილების ხელმძღვანელი, დასწრებული განყოფილების დირექტორის მოადგილე და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი. 1981 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მუშაობდა უფროს ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად, ნახევარგამტარული სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 2002 წელს თსუ პროფესორთა საბჭოს მიერ მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება და ფიზიკის ფაკულტეტზე მიჰყავდა გაერთიანებული კურსები ზოგად ფიზიკაში; 1981-1990წწ. პერიოდულად მივლინებული იყო ქალაქ გორკის (ახლანდელი ნიჟნი-ნოვგოროდის) გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე ანდრონოვის ხელმძღვანელობით სამეცნიერო კვლევას ეწეოდა ნახევარგამტარების ფიზიკის განყოფილებაში. არის 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (ქართულ და უცხოურ ენებზე). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1988). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერება დოქტორი (1997). დაჯილდოებული იყო ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიით.

წყარო: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები.-თბ,.1999.-გვ.54

Member of Organizations

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)

Share: