| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მებუკე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს, სპეციალობით "მათემატიკური და საანგარიშო ამომხსნელი ხელსაწყოები და მოწყობილობანი" და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების დღიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ამავე ინსტიტუტის "ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის" კათედრაზე. 1969 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მასობრივი მომსახურების თეორიაზე დაფუძნებული სადისერტაციო ნაშრომისათვის. I974 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1989-1992წწ. ხელმძღვანელობდა "ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის" კათედრას. პარალელურად, 1986-1992წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის 53-ე საშუალო სკოლაში, როგორც ინფორმატიკის კაბინეტის თანადამფუძნებელი და ინფორმატიკის პირველი მასწავლებელი საშუალო განათლების სისტემაში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის აეტორი, რამდენიმე საავტორო გამოგონებისა და სახელმძღვანელოს თანაავტორი ინფორმატიკის დარგში. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

