| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური მეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი და მიენიჭა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრის კვალიფიკაცია. სამუშაოდ უკრაინაში, დონეცკის ოლქში გაანაწილეს; უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამრეწველო საწარმოში, სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში და სახელმწიფო უწყებაში; შესამჩნევ წარმატებებს მიაღწია ახალჩამოყალიბებულ ქარხანა "ელექტროიზოლიტში", სადაც ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდგომ ამავე ქარხნის დირექტორად დააწინაურეს; 1975 წლიდან - თბილისის ელექტროშემდუღებელი მოწყობილობების ქარხნისა და ქარხანასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; 1980 წლიდან - თბილისის ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ქარხნის დირექტორი; მოგვიანებით ამ ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბებული საწარმოო გაერთიანება "ორიონის" გენერალური დირექტორი; 1991 წლიდან - საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, მინისტრის პირველი მოადგილე; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.280-281; იური მეიშვილი : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2016.-21 სექტემბერი.-N176(8068).-გვ.11 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

