| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული ჭავჭანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობდა საქართველოს რადიოს უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების შტატგარეშე კორესპონდენტად; პროპაგანდის რედაქციაში უმცროს რედაქტორად, რედაქტორად; საკორესპონდენტო ქსელის გამგედ; სამეცნიერო-ტექნიკურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორად; "მეცნიერება და ტექნიკა პროგრესის ჯგუფის" უფროს რედაქტორად; სახალხო მეურნეობის რედაქციის მთავარ რედაქტორის მოადგილედ; იყო საშინაო პოლიტიკის მთავარი რედაქტორის მოადგილე; არის ავტორი რადიოფილმის "17 სიხარული", ეკოლოგიურ გადაცემათა ციკლის "ბუნების ქომაგი". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის 2018 წლის 21 ნოემბერს წლების მანძილზე გაწეული შრომისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით და "ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების" საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.250; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

