| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ყამარაული![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კარკუჩა, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. 1917 წლის რუსეთის რევოლუციამდე ცხოვრობდა ვლადიკავკაზში (კავკავი); 1918 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი; რევოლუციისა და რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩრდილოეთ კავკასიაში; საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ ფოსტა-ტელეგრაფის სახალხო კომისარი; მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობაზე; 1927 წელს მოაწყო ექსპედიცია ხევსურეთში ადგილობრივი საზოგადოებრივი მდგომარეობის და ზნე-ჩვეულებების შესასწავლად, რაც ხელისუფლებას ამ მთიანი კუთხის საბჭოთა სისტემაში ინტეგრაციაში უნდა დახმარებოდა. მომდევნო წლებში რუსულ და ქართულ ენებზე გამოსცა ეთნოგრაფიული შინაარსის ნარკვევი ხევსურეთის შესახებ. სტალინური რეპრესიების დროს, 1937 წელს დააპატიმრეს და "მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით დახვრიტეს. ბოლშევიკი. წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ივერიელი: dspace.nplg.gov.ge; სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

