The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი საყვარელიძე

სერგი საყვარელიძე
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1970  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1927 წელს სწავლა დაიწყო საღამოს ათწლედში და იმავე დროს მუშაობდა ჭიათურის მაღაროს მუშად, როგორც აქტიური საზოგადოებრივი მუშაკი არჩეულ იქნა ჭიათურის მარგანეცის ტრესტის ადგილკომის თავმჯდომარედ; 1933 წელს შედის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1934-1936წწ. მუშობდა ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1937 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კ. პ.(ბ) გორის რაიკომის მეორე მდივნად; 1939 წელს საქართველოს კ. პ.(ბ) ორჯონიკიძის (ხარაგაულის) რაიკომის პირველ მდივნად; 1943 წელს საქართველოს კ. პ.(ბ) ზესტაფონის რაიკომის პირველ მდივნად; 1953-1954წწ. იყო ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამედიცინო ლიტერატურის რედაქციის გამგე. მისი შრომები ძირითადად ჯანდაცვის ორგანიზაციასა და მედიცინის ისტორიის საკითხებს ეხება. ავტორია მონოგრაფიებისა: "საქართველოში საშუალო სამედიცინო განათლების ისტორიის შესახებ" და "ქართველი ექიმები დიდ სამამულო ომში". იყო საქართველოს სსრ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1959), ქართული მედიცინის ისტორიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნარკვევები საქართველოს სამედიცინო განათლების ისტორიიდან საქართველოში", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.774-775; 1951 წლის 18 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე! : ხმა მიეცით დეპუტატობის კანდიდატს სერგო საყვარელიძეს [პლაკატი].-თბ.,1951

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • სოციალისტური შრომის გმირი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: