The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამინ ჭელიძე

რამინ ჭელიძე
Date of birth:5 April, 1939  (87 years)
Category:Translator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1961-1966წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" კორესპონდენტად; 1966-1967წწ. გაზეთ "მებრძოლი გუშაგის" მთარგმნელად; 1967-1980წწ. გაზეთ "კომუნისტის" კორესპონდენტად, განყოფილების გამგედ; საქტელერადიოკომიტეტის რადიოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის მოადგილედ; 1980-1985წწ. ტელევიზიის სახალხო მეურნეობის რედაქციის მთავარ რედაქტორად; 1985-1986წწ. საქართველოს კპ ცკ–ის პრესის, ტელევიზიისა და რადიოს სექტორის გამგედ; 1986-1991წწ. საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; გაზეთ "რესპუბლიკის" განყოფილების გამგედ; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებისა და განკარგულებების კრებულის მთავარ რედაქტორად; 1991-1992წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საერთო განყოფილების გამგის მოადგილედ; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრესსამსახურის უფროსის მოადგილედ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფო მეთაურის  პრესმდივნის მოადგილედ; 1991-1994წწ. საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ხელმძღვანელად; 1994-1998წწ. თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩევლად პრესის საკითხებში; 1998 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო და პოლიტიკის ინფორმაციისა და საზოგადოებათა კავშირის დეპარტამენტის, პოლიტიკური შეფასებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი; 1999 წლიდან იქვე დიპლომატიურ მისიებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; 2000 წლიდან იყო საქართველოს ტელერადიოკორპორაციის ტელეპროგრამების გენერალური დირექტორი. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.251

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1971-)

Bibliography


Share: