| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე რუხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა რკინიგზის ტექნიკუმი ელექტროტექნიკოსის სპეციალობით და საქართველოს ინდრუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო რკინიგზის კვანძში ტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თავისი საქმიანობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს დაუკავშირა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იყო სამთო ფაკულტეტის კათედრის დოცენტი და დეკანის მოადგილე. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ფაკულტეტზე ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ათი გამოგონების ავტორი. დიდია მისი წვლილი საქართველოს ბაგირგზების დაპროექტებისა და დანერგვის საქმეში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამგზავრო ბაგირგზების სამეცნიერო-კელევით ლაბორატორიას. მონაწილეობდა რეალურად განხორციელებული საქართველოს საბაგირო გზების ავტომატიზაციაში, ტექნიკური უზრუნველყოფის ექსპერტიზაში, აგრეთვე ლატვიის ბაგირგზების მოწესრიგებაში. მის პუბლიკაციებსა და საავტორო ნაშრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმძღეანელოები – "სიჩქარის კონტროლი ავტომატიზებულ საკონვეიერო დანადგარებში" და "საკონვეიერო ტრანსპორტის ავტომატური მართვა". განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი, როგორც დეკანის მოადგილის, პედაგოგიური მოღვაწეობა და ღვაწლი ახალგაზრდა ინჟინრების პროფესიული ჩამოყალიბების საქმეში. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.289-290; რუხაძე ივანე // სამთო ჟურნალი = Mining journal = Горный журнал : საინფორმაციო, სამეცნიერო, საინჟინრო, ანალიზური ჟურნალი.-თბილისი, 2018.-N1(40).-გვ.109-110 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

