| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურგენ სიმონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის გზათა მიმოსვლის ინსტიტუტი 1934 წელს. 1936 წლიდან მუშაობდა თბილისის ორთქლმავალშემკეთებელ ქარხანაში. მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო იარაღების მწარმოებელი საამქროს უფროსი. 1956 წელს დანიშნეს ახალშექმნილი თბილისის ანალიტიკური ტექნიკის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად. მისი ხელმძღვანელობით ეს ბიურო გახდა საბჭოთა კაეშირის მოწინავე ორგანიზაცია ანალიტიკური ხელსაწყოებისა და მოწყობილობების შექმნის დარგში. მისი დირექტორობის დროს ბიუროს ბაზაზე შეიქმნა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ მძლავრი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყო". მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. არაერთხელ იქნა არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

