The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი დაუშვილი

აკაკი დაუშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი 1976 წელს; ლენინგრადის (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) სილიკტების ინსტიტუტის ასპირანტურა აკადემიკოს ბარაიკოშიცის ხელმძღვანელობით 1986 წელს.

1976-1979წწ. საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ვნიიტმე), ინჟინერი; 1979-1989წწ. საშენ მასალათა ინსტიტუტის ფიზიკური და ქიმიური კვლევების ლაბორატორია, ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1989 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო ტექნიკურ და კომერციულ პროექტებში: 1989-1994წწ. მუშობდა იტალიის ქალაქ მილანში იტალიურ-ქართული სააქციო საზოგადოება "კლერის" ინჟინერ-ექსპერტად; 1995-1998წწ. მილანსა და რომში შპს "ტეხნო-იტალიას" წამყვან სპეციალისტად. არის რამდენიმე იტალიურ-ქართული ფირმის პარტნიორი და მუშაობს გათბობა-კონდეცირების უახლოეს სისტემებზე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.147


გააზიარე: