| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ დაუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1984წწ. მუშაობდა თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ექიმ -ინტერნად; 1984-1987წწ. განაწილებით მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონის დაბა მანგლისის საუბნო საავადმყოფოში ექიმ-ქირურგად; 1987-2002წწ. მუშაობდა ყოფილი მე-4 მთავარი სამმართველოს N2 საავადმყოფო-პოლიკნინიკურ გაერთიანებაში (შემდგომში სამკურნალო კომბინატი N2) ჯერ პოლიკნიკის ექიმ-ქირურგად, შემდეგ კი ქირურგიული განყოფილების ექიმ-ქირურგად; 2002 წელს გადავიდა კლინიკა "უნიკალში" ქირურგიული განყოფილების გამგედ. ათასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი, თანაავტორი. აქტიურად მონაწილეობს ექიმთა საქველმოქმედო აქციებში, მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ექიმთა გამსვლელი ბრიგადების მუშაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.148
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

