| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაულ თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1952წწ. იყო ქ. გაგრის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-სტომატოლოგი; 1952 წლიდან აბაშის ცენტრალური საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების ექიმი-სტომატოლოგი; სხვადასხვა დროს კვალიფიკაცია აიმაღლა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში: სტომატოლოგიაში (1960), თერაპიულ სტომატოლოგიაში (1973), ქირურგიულ სტომატოლოგიაში (1981), ყბა-სახის მიდამოს ტრავმები და ანთებითი პროცესები(1992). მინიჭებული აქვს ექიმ-სტომატოლოგის პირველი კატეგორიის წოდება (1974) და ექიმ-სტომატოლოგიის უმაღლესი კატეგორიის წოდება (1992), ხოლო სახელმწიფო სერთიპიკატის მიმნიჭებელმა კომისიამ მას მიანიჭა სტომატოლოგიურ თერაპიაში მუშაობის ნებართვის სერთიფიკატი (2001). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.804-805; რაულ თოფურია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2018.-30 მარტი.-N 65 (8466).-გვ.11 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

