The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ხუციშვილი

ქეთევან ხუციშვილი
დაბადების თარიღი:მარტი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1979  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კახი, ახლანდელი ქალაქი აზერბაიჯანში, შაქი-ზაქათალის რეგიონის კახის რაიონის ცენტრი (საინგილო).

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა პარიზის საუნივერსიტეტო კურსი ქიმიის სპეციალობით.

დაიბადა საზოგადო მოღვაწის, ინგილო ბათლომე (ბართლომე) ხუციშვილის ოჯახში. იყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი. 1924 წლის აგვისტოში დააპატიმრეს ვალიკო ჯუღელთან ერთად. გაათავისუფლეს 1924 წლის ნოემბერში ამნისტიით. ხელმეორედ დააპატიმრეს 1925 წლის სექტემბერში და გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1926 წელს საზღვარგარეთ წასვლის უფლება მიიღო. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზში. მან არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რის გამოც სპეციალობით არ უმუშავია. ოჯახის წევრებიდან და ელენე (ლიკო) გადასახლებაში დაიღუპა, მეორე და ვერა მასთან ერთად გაასახლეს საზღვარგარეთ, ძმა რაჟდენი 1925 უკრაინაში გადაასახლეს, ხოლო 1941 წელს ხელმეორედ დაპატიმრების შემდეგ ციხეში გარდაიცვალა, მესამე და ნინო (ნუცა ღოღობერიძე) 1937 წელს დააპატიმრეს და 10 წლით იყო გადასახლებული შრომა-გასწორების კოლონიაში. ბათლომე (ბართლომე) ხუციშვილის შვილი; ელენე (ლიკო), ვერა (ბოკა), ნინო (ნუცა ღოღობერიძე) და რაჟდენ ხუციშვილების და. გარდაიცვალა პარიზში, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ.-თბ., 2017.-გვ.170-202


გააზიარე: