| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ფირცხალავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1958წწ. მუშაობდა მასწავლებლად ცეკავშირის სავაჭრო კოოპერაციულ სკოლაში; 1959-1975წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში; 1975 წელს ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი; 1975-1998წწ. იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი თანამშრომელი; 1977-1979წწ. მივლინებით იმყოფებოდა სირიის 4 რაიონში (დამასკო, ალეპო, ორონტო და ხომსი) დემოგრაფიული საკითხების შესასწავლად; 1998-2001წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1998 წლის 7-9 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის United Nations Population Fund (UNFPA) რეგიონალურ შეხვედრაში; 1960-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში გ. ფირცხალავამ დაიწყო დემოგრაფიული პრობლემების კვლევა; მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ - ასაკობრივი შემადგენლობისა და ბუნებრივი მოძრაობის საკითხების მეცნიერულ დამუშავებაში; მისი მეცნიერული მოღვაწეობის კვლევის სფერო მოიცავდა, აგრეთვე, ისტორიული დემოგრაფიის საკითხებს, საეკლესიო სტატისტიკის მონაცემების დამუშავებას და სხვ. მან თავისი სამეცნიერო სტატიებით დიდად შეუწყო ხელი საქართველოს მწვავე დემოგრაფიული პრობლემების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას და, ამდენად, დემოგრაფიული მეცნიერების დაოსტატებას და მის განვითარებას. დემოგრაფი. წყარო: ქართული დემოგრაფიული მეცნიერების პატრიარქი / ანზორ თოთაძე // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2012.-4 დეკემბერი.-N232 (7108).-5გვ. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

