The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თათია დოლიძე

თათია დოლიძე
Date of birth:9 January, 1986  (40 years)
Category:Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2012 წელს, სადაც ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები წარჩინებით მიიღო; 2012 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

აქვს თვრამეტწლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; სხვადასხვა წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ცოდნის ფონდში და სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში; 2016 წლიდან არის საერთაშორისო საკონსულტაციო ჰოლდინგის Business Consulting Centre-ის მმართველი პარტნიორი და ხელმძღვანელობს სამართლის მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერის მრავალ პროექტს; ათ წელზე მეტია აქტიურად მოღვაწეობს აკადემიურ სფეროში და კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სხვადასხვა პერიოდში იკავებდა სამართლის პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციას რამდენიმე უნივერსიტეტში, ხოლო ევროპის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა სამართლებრივი დახმარების ცენტრს; არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი; გავლილი აქვს მრავალრიცხოვანი ეროვნული და საერთაშორისო ტრენინგები, მათ შორის - ნოტინგემის უნივერსიტეტში, იელის უნივერსიტეტში, პენსილვანიის უნივერსიტეტში და სხვა წამყვან აკადემიურ ცენტრებში; არის ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერი, ასევე ფლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ეროვნულ და საერთაშორისო სერთიფიცირებას; ასევე არის COST (European Cooperation in Science and Technology)–ის არაერთი პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი და COST–ის ექსპერტი; არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით და მოღვაწეობს როგორც აკადემიურ სფეროში ისე პრაქტიკაში.

Member of Organizations

  • ამერიკის კრიმინოლოგთა ასოციაცია, წევრი (2024-)

Contacts Information

  • Business
    Business consulting center LLC
    Address:თბილისი; ბოხუას N4
    Phone:555630066
    E-mail:

Share: