The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგარიტა ასტვაცატუროვა

მარგარიტა ასტვაცატუროვა
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 2011  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაიბადა ადვოკატის ოჯახში, ბავშვობა ავადმყოფობის გამო გაატარა შვეიცარიაში, დაბრუნდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სტენოგრაფისტად. 1942 წელს მისი მეუღლე გადაასახლეს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. 1943 წელს კინოსტუდიის სტენოგრაფისტად მუშაობისას დააპატიმრეს ანტისაბჭოთა დაჯგუფების წევრობის ბრალდებით და 10 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში გაგზავნა მიუსაჯეს. გათავისუფლდა 1953 წელს. რეაბილიტირებულ იქნა 1959 წელს. შემდგომ პერიოდში ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას – ასწავლიდა ფრანგულ ენას.

წყარო: დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ / გამოცემაზე მუშაობდნენ: ანა მარგველაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, გიორგი შაიშმელაშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი.-თბ.,2017.-გვ.288-314


გააზიარე: