The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ხატიაშვილი-მაყაშვილი

თამარ ხატიაშვილი-მაყაშვილი
ოფიციალური სახელი:თამარ ხატიაშვილი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1887
გარდაცვ. თარიღი:2 ივნისი, 1962  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაიბადა თელაველი არქიმანდრიტის ივანე ხატიაშვილის ოჯახში. ასწავლიდა სოფელ რუისპირის ოთხკლასიან სკოლაში. მეუღლე – გიორგი ზაქარიას ძე მაყაშვილი 1924 წელს დააპატიმრეს და გადააგზავნეს მეტეხის ციხეში, სადაც მომდევნო წელს გარდაიცვალა იძულებით სამუშაოზე. ოჯახს სახლ-კარის დატოვება მოუხდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებისაგან წაქეზებული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მიერ ყოფილ თავად-აზნაურთა და მემამულეების ოჯახების დარბევის გამო. დიდხანს იყო უმუშევარი, ბოლო პერიოდში მუშაობდა თელავის რუსულ საშუალო სკოლაში.

წყარო: დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ.-თბ.,2017.-გვ.314-336; ყველას რაიმე აქვს სახსოვარი : ალბომი / შალვა შარაძის ფოტოარქივიდან // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 25 ნოემბერი. - N273 (5002). - 8გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინი ორდენი

გააზიარე: