The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა თევზაძე

მანანა თევზაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1945  (81 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1967 წელს; ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურა 1974 წელს.

1974-2007წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): ლაბორანტად, ასისტენტად და დოცენტად. კითხულობდა ლექციებს ზოგად და არაორგანულ ქიმიაში სხვადასხვა ფაკულტეტებზე. გამოქვეყნებული აქვს სტატიები, ნაშრომები საკავშირო და საზღვარგარეთის ჟურნალებში, აგრეთვე სამეცნიერო-მეთოდური მითითებები და დამხმარე სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პროფესორ გივი ცინცაძის ხელმძღვანელობით კოორდინაციულ ქიმიაში. ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორ ნიკოლოზ თევზაძის შვილი და დიანა თევზაძის და.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.165

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: