The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქართველიშვილი

გიორგი ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1963
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1992  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1987 წელს.

მუშაობდა უსინათლოთა სასწავლო-საწარმოო გაერთიანება "ფონიჭალაში". 1988 წლიდან მუშაობდა რუსთავის სარემონტო სამმართველოში მთავარ ენერგეტიკოსად. 1992 წლის 1 სექტემბრიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის რიგებში ოფიცრად. გიორგი ქართველიშვლი აირჩიეს ქ. რუსთავის სამხედრო პოლიციის საპატრულო ბრიგადის უფროსის მოადგილედ უფროსი ლეიტენანტის წოდებით, აგრეთვე წარდგენილ იქნა კაპიტნის წოდებაზე. ხოლო 19 ოქტომბრდან მონაწილეობდა სამხედრო პოლიციის შემადგენლობასთან ერთად აფხაზეთის რეგიონის საომარ მოქმედებებში. დაიღუპა ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციის დროს სოფელ კოჩარასთან 1992 წლის 28 დეკემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.424

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: