| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარასი მომცემლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭელიაღელე, ამბროლაურის რაიონი. მუშაობდა ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნოში, შემდეგ საკუთარი ფოტოატელიე გახსნა. მეოცე საუკუნის ცხრაასიან წლებში თავის სოფელში საქველმოქმედო მიზნით, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში საღამო-წარმოდგენებს მართავდა. ტარასი მომცემლიძემ პირველმა შეადგინა, დახატა და გამოსცა "ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა სურათების ჯგუფი" ერთ ფურცლად (რასაც იმ ხანად დიდი ეროვნულ-კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა), პირველმა აღადგინა ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათი და სხვ. 1901 წლის 10 აგვისტოს "ივერიაში" გამოქვეყნებული წერილი გვამცნობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის განყოფილების გამგის, მხატვარ ტარასი მომცელიძის მიუნხენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში სავარაუდო გამგზავრების შესახებ. ტარასი მომცელიძე საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერებიდან მინიატურების ნიმუშების შესწავლითაც იყო დაკავებული. გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1904 წლის 30 აპრილს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.369; ტარასი მომცემლიძის გარდაცვალების გამო : სამგლოვიარო განცხადება //ცნობის ფურცელი.- თბილისი,1904. 1 მაისი.-N2483.-გვ.1; ქართველი მხატვრები გასული საუკუნის პრესაში / ნანა მირცხულავა // ლიტერატურა და ხელოვნება.-თბილისი, 2009.-1512-3189 N 9.-გვ.60
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

